უკრაინის ხელისუფლება განიხილავს მოსკოვთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის შესაძლებლობას. განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა.
„ჩვენ განვიხილავთ საკითხს მოსკოვთან სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე“ - განაცხადა ომელიანმა ერთ- ერთი გადაცემის ტელეეთერით. მისი სიტყვები TCH-ის ინტერნეტ გვერდზეა გამოქვეყნებული.