დღეს, 25 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება.
ამ დრომდე სხდომის დღის წესრიგი არ ვრცელდება, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მნისტრი ნიკოლოზ გილაური მთავრობის სხდომაზე ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს განხილავს და მინისტრებს შესაბამის დავალებებსაც მისცემს.
მინისტრთა კაბინეტი სხდომაზე ინვესტიციების შემოდინების საკითხსაც განიხილავს.