დღეს, 25 აგვისტოს, 10:30 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" დაგეგმილია პრეზენტაცია/შეხვედრა სადაზღვევო სფეროს გერმანელ და ბელგიელ ექსპერტებთან.
შეხვედრაში, რომელიც შეეხება ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონს, მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმოადგენლები.
ექსპერტები 23-25 აგვისტოს სადაზღვევო ასოციაციის მოწვევით და ევროკომისიის ეგიდით საქართველოში იმყოფებიან.