ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, აცხადებს, რომ მას მირზა სუბელიანთან ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ცნობილ სკანდალზე საუბარი არ ჰქონია.
ამის შესახებ მან განცხადება დღეს პარლამენტში, „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოთარ კახიძის კითხვის პასუხად განაცხადა.
„როგორც მახსოვს, ამაზე საუბარი არ გვქონია,“ - განაცხადა მან.
ამ წუთებში „ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში შს მინისტრის, გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, გამოკითხვა მიმდინარეობს.