როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი კომისიის დაბარებით, ახსნა-განმარტების მისაცემად. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი, - განაცხადა ჟურნალიტებთან ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
ის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. ამ წუთებში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იწყება. კომისიის წევრები დღეს შსს მინისტრს, ყოფილ მთავარ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს დაუსვამენ კითხვებს.