ივანიშვილს გვენეტაძის მორჩილება არ აკმაყოფილებს და სურს შემოდგომაზე საარჩევნო დავები ბევრად მორჩილი და სანდო პირის ხელში იყოს, წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადადგომის ერთადერთ მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება სახელდება - ყველაფერი ისეა როგორც სსრკ-ში, სადაც თანამდებობას მხოლოდ "ჯანმრთელობის გაუარესების" გამო ტოვებდნენ.
გვენეტაძე რომ ნამდვილად არ გამოირჩეოდა ობიექტურობით და მიუკერძოებლობით, ეს ახალი ამბავი სულაც არაა, არაერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება აქვს მიღებული , მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილს გვენეტაძის მორჩილება არ აკმაყოფილებს და სურს შემოდგომაზე საარჩევნო დავები ბევრად მორჩილი და სანდო პირის ხელში იყოს.
მოკლედ ისტერიკაში ჩავარდნილი ხელისუფლება ხავსს ეჭიდება ამაოდ.
სულაც რომ მურუსიძე დასვან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მაინც არაფერი ეშველებათ - წყალწაღებულ ხელისუფლებას არჩევნები წაიღებს!”, აცხადებს მელია.