3 აგვისტოს, 18:00 საათიდან, ქ. ბათუმის მერიის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია პროგრამის #იყავიაქტიურისაქართველოში პროექტ #RunGeorgia-ს ფარგლებში ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე სასტუმრო „ეუფორიის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ანბანის კოშკამდე მართავს სახალისო გარბენს, რომელიც ეძღვნება ლუდის საერთაშორისო დღეს. გარბენის დისტანცია არის 5კმ. რეგისტრაცია და მონაწილეობა არის უფასო. აღნიშნული გარბენი ტარდება პირველად და ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და აქტიური ტურიზმის განვითარებას.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები და საჩუქრები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო სერტიფიკატით.