გრიგოლეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარე ჭოროხში დაიხრჩო. მას მაშველები ოთხის დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.