გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.
პარტიის ინფორმაციით, ისინი, ამჯერად სენაკს ეწვივნენ.
„სენაკელების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მათ იმედები გაუცრუა - მძიმე სოციალური მდგომარეობა, კრიმინალი, ჩინოვნიკების თავგასულობა და ხელისუფლების უყურადღებობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ერთიანობით აუცილებლად მოვახერხებთ „ოცნების“ დამარცხებას, რათა სწრაფად დაიწყოს არსებული პრობლემების მოგვარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.