ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა მთავრობის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელიც 2017-2018 წლებში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთათვის ადაპტირებული ლიფტი მონტაჟდება. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც სასწავლო-პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად კომერციული საქმიანობასაც ეწევა.
გარდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლისა, აქტიურად ხორციელდება სტუდენტთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამები.