ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 52 წლის მამაკაცი მდინარეში ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა და დაიხრჩო.
ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცხოვრობდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.