ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა Mercedes-ის მარკის სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, მოუწესრიგებელი საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების არარსებობის გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვები ხშირად ხდება.
ისინი სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟებას მოითხოვენ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.