ნატო-ში გაწევრიანების და რუსეთის საზღვრებთან სიახლოვეს ალიანსის ძალების განლაგების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან იქნება საპასუხო ზომები მიღებული. განაცხადა სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსმა კონსტანტინ კოსაჩევმა.
ალიანსში საქართველოს შესაძლო შესვლის შემთხვევაში "თბილისს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია, რუსეთის მხრიდან არარეალური პერსპექტივაა" - განაცხადა კოსაჩევმა ორი ქვეყნის ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
„თუკი გამოჩნდება ნატოს ახალი სამხედრო სისტემები რუსეთის ფედერაციის საზღვართან სიახლოვეს, მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველვყოთ რუსეთის და მისი მოკავშირეების უსაფრთხოება“ - განაცხადა მან.
„ჩვენ არ ვემუქრებით და არც არასოდეს ვემუქრებოდით საქართველოს" - ხაზი გაუსვა მან.
ამასთან ნატოს არ შეუძლია გაუმკლავდეს უსაფრთხოების კუთხით არცერთ მუქარას. იქნება ეს ტერორიზმი თუ ნარკოტრაფიკი. დასძინა კოსაჩევმა.