10-11 ოქტომბერს, ოზურგეთი, ~გურიის რეგიონის ეკონომიკური ფორუმს~ უმასპინძლებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გურიის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფორუმის ჩატარების მთავარი მიზანი: გურიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის და პრიორიტეტების განსაზღვრაა.
ფორუმში ხელისუფლების, დგილობრივი ექსპორტიორი კომპანიებისა და საცალო ვაჭრობის წარმომადგენლების გარდა უცხოური ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ~გურიის რეგიონის ეკონომიკური ფორუმს~ უკრაინის, მოლდოვას, პოლონეთის, ჩეხეთის, და აშშ-ს ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
დღის წესრიგის მიხედვით, 10 ოქტომბერს დაგეგმილია ფორუმის მონაწილეებისათვის რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის, ფერმერული გაერთიანების ჩამოყალიბების შესაძლებლობის, საკურორტო სექტორის განვითარების, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების შესაძლებლობისა და ამ მიმართულებით გურიის პოტენციალის შეფასება.
11 ოქტომბერს კი დელეგატები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც 15-მდე ადგილობრივი კომპანიის პროდუქცია იქნება გამოფენილი, რომლებიც ჩაის, თხილს, თაფლს, ცოცხალ და მშრალ ხილს აწარმოებენ.
~გურიის რეგიონის ეკონომიკური ფორუმი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ~გურიის აგრობიზნესცენტრის~ ორგანიზმებით იმართება, რომელსაც აშშ საელჩო საქართველოში აფინანსებს