აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარყო კონცეფცია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები რუსების ქონებრივი უფლებების დაცვას შეეხება. სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას განცხადებით, წინადადება სოხუმში რუსეთის საგარეო უწყებიდან გაიგზავნა, მაგრამ პროექტი იმთავითვე უარყოფილი იქნა. იგი განხილვას არ ექვემდებარება.
წინადადების განხილვის უარყოფის ფორმალურ მიზანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მას არ ახლავს სარეგისტრაციო ნომერი და თანმხლები წერილი. სოხუმის ასეთი რეაქცია გახდა პასუხი აფხაზურ მედიაში გამოქვეყნებული რიგი პუბლიკაციებისა, სადაც აღნიშნულია, რომ არსებული ხელისუფლება არ იცავს ნაციონალურ ინტერესებს. აფხაზები შიშობენ, რომ თუ ქონება დაუკანონდება რუსეთის მოქალაქეებს, ეს შექმნის აფხაზეთში ათასობით ქართველის დაბრუნების წინაპირობას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო უწყებამ სომხუმში გაგზავნა ნოტა, რომელშიც აღნიშნულია სერიოზული შეშფოთება იმ მრავალრიცხოვან შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მათ კუთვნილი ქონებაზე უარს ეუბნებიან. შეიქმნა ერთობლივი რუსულ-აფაზური კომისია, რომელიც ვითარებაში უნდა გაერკვეს.
რუსეთის მოქალაქეების ერთმა ნაწილმა, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარ საცხოვრებელ სახლზე უფლების დადასტურება, ლავროვის უწყებას სასამართლოში უჩივლა.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 2009 წელს აფხაზეთში უძრავი ქონების შესყიდვის ფაქტები მნიშვნელოვნად გაიზარდა. უცხოელთაგან ინვესტორების 10 %-ს თურქები შეადგენენ, 2 %-ს _ უკრაინელები, 3 %-ს _ სხვადასხვა ქვეყნის მოალაქეები, უპირატესად კი ევროკავშირის ქევრი სახელმწიფოებიდან. ინვესტიციებში 85 %-იანი წილი კი რუსეთზე მოდის. მათ შორის 70 % მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მცხოვრებია.