ისრაელისა და საქართველოს პირველი ერთობლივი კლინიკა “ჰელსიკორი” გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულ პაციენტებს 2014 წლიდან ემსახურება. თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მედპერსონალი კლინიკის მთავარი სიამაყეა.
“ჰელსიკორში” მნიშვნელოვანი სიახლეა! 11 ივისიდან - 11 აგვისტომდე საქართველოში მცხოვრებ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს და პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უფასოდ მიიღონ მთელი რიგი სამედიცინო მომსახურებები, რისთვისაც საჭიროა წინასწარი ჩაწერა. “ჰელსიკორის” ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, წამყვანი კარდიოლოგი, ქალბატონი ნანა გოთონელია გვესაუბრა, მის დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილების ძლიერ მხარეებსა და იმ მომსახურებებზე, რისი მიღებაც 1 თვის განმავლოაში უფასოდაა შესაძლებელი.
ნანა გოთონელია: პროფესიით ექიმი-კარდიოლოგი ვარ და 30 წელზე მეტია პრაქტიკულ საქმიანობას ვეწევი. ჩემი პედაგოგი ქალბატონი გულიკო ჩაფიძე გახლდათ, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. სამი წელია რაც კლინიკა “ჰელსიკორში“ ვმუშაობ, ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი ვარ და ნელ-ნელა შევძელით ეს განყოფილება გვექცია ადგილად, სადაც პაციენტებს პროფესიონალი და მზრუნველი ექიმები გაუწევენ დახმარებას, ვფიქრობ, კარგად გამოგვდის ჩვენი საქმე, თუმცა, წინ კიდევ ბევრი საინტერეო გეგმაა განსახორციელებელი.
_“ჰელსიკორში” ძალიან საინტერესო სიახლეა, რა მომსახურებების მიღება შეუძლიათ პაციენტებს უფასოდ?
_ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც “ჰელსიკორში” უფასოდ მიიღებენ უმაღლესი დონის შემდეგ სამედიცინო მომსახურებას: ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, კარდიოგრამა, კარდიექოსკოპია, კორონაროგრაფია / სტენტირება (საჭიროების შემთხვევაში).
_რა როლი აქვს ამბულატორიულ სამსახურს პაციენტის მკურნალობაში?
_ამბულატორიული სამსახური გულისხმობს იმ პაციენტების მომსახურებას, რომლებიც კლინიკაში არ წვანან, მაგრამ ჭირდებათ ექიმის დაკვირვება დინამიკაში. თითქმის ყველა დაავადება, რითვისაც ჩვენ მოგვმართავენ ქრონიკულია და ჩვენი მხრიდან დაკვირვებას მოითხოვს. ჩვენი მიზანია, დავასწროთ დაავადების გართულებას და რაც მთავარია, დავიყოლიოთ პაციენტი მკურნალობაზე, ზოგადად პაციენტის დამყოლობის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას და ექიმის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ის პაციენტისთვის მდგომარების სწორად ახსნას და მის დაყოლიებას შემდგომ მკურნალობაზე.
_როგორ დაახასიათებთ “ჰელსიკორის” ამბულატორიულ დეპარტმენტს, რა გამოარჩევს მას სხვებისგან?
_შედარებით ახალი განყოფილებაა და ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია, ჩვენი ექიმები პაციენტების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩევიან და უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით მომსახურების სრულ პაკეტს ვთავაზობთ პაციენტებს. ”ჰელსიკორის” ამბულატორიული სამსახური დაკომპლექტებულია ძლიერი და გამოცდილი სპეციალისტებით. გვყავს არაჩვეულებრივი ექოსკოპისტები, ანგიოლოგები, გვაქვს ძლიერი ენდიკრინოლოგიური სამსახური, ჩვენთან კეთდება კუჭ-ნაწლავის დეტალური ულტრაბგერითი კვლევა და მაღალ დონეზე ვაკეთებთ ყველა ტიპის ლაბორატორიულ გამოკვლევას.
_თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია “ჰელსიკორში” მუშაობა?
_”ჰელსიკორში” ვგრძნობ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას კლინიკის მედპერსონალის ნებისმიერი რგოლის მიმართ და ეს ძალიან მხიბლავს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მომართულია პაციენტების დახმარებისა და მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ, რაზეც რეგისტრატურიდან დაწყებული, ექიმით დამთავრებული, ყველა თანაბრად ვზრუნავთ.
_ზაფხულის პერიოდში იზრდება პაციენტების მომართვიანობა?
_სიცხე აპროვოცირებს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებს და ხშირად უჭირთ პაციენტებს სახლიდან გამოსვლა და მათი უმეტესობა ტელეფონის საშუალებით ცდილობს ექიმისგან კონსულტაციის მიღებას.
_რა რეკომენდაციებს მისცემთ ჩვენს მკითხველს ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაცავად?
_ზაფხულის სიცხეები განსაკუთრებით ძნელი ასატანია მათთვის ვისაც გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები აწუხებს. ყველას, მათ შორის მათაც, ვისაც შეშუპება და გულის უკმარისობა აქვთ, ნუ შეეშეინდებათ ბევრი სითხის მიღება, ვინაიდან სიცხეში სხვადასხვა გზით იმდენად დიდი რაოდენობით სითხე გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმიდან, რომ აუცილებელია მისი ანაზღაურება. ყველას ვურჩევ დეზინტოქსიკაციისთვის მიიღონ რაც შეიძლება მეტი სხვა რეკომენდაციების გაცემა უკვე ინდივიდუალურად ხდება, ამიტომ დანარჩენ შემთხვევებში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.
_როგორია თქვენ დეპარტამენტის სამომავლო გეგმები?
_ვაპირებთ კიდევ უფრო გაფართოებას და შესაბამისად, სპეციალისტების დამატებას, რათა კომპლექსურად შევძლოთ პაციენტების მიღება და ერთი ვიზიტის ფარგლებში, ერთ სივრცეში ჰქონდეთ მათ სრული მომსახურების მიღების შესაძლებლობა.