"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი პეტრე მამრაძე ხელისუფლებას ხორბლისა და ფქვილის ბიზნესის კონტროლში ადანაშაულებს. როგორც მამრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პურისა და ფქვილის ბიზნესზე ხელისუფლება მონოპოლია აქვს.
მამრაძის ინფორმაციით, დღეისათვის პური საქართველოში, ადრე შემოტანილი ხორბლისგან ცხვება და ფასების გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე არსებული მდგომარეობით არ არის ნაკარნახები.
"ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, როდესაც დაპირდა, რომ პურზე ფასები სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა და ამისთვის ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგი იყო. პურზე ფასის ნაადრევი ზრდა არჩევნების შემდეგ ბიუჯეტის თანხებით შევსების პრობლემას უკავშირდება. ფასების ზრდის შემთხვევაში, საჭიროა ხელისუფლებამ გაჭირვებული მოსახლეობისათვის გარკვეული კომპენსაცია გასცეს",-აღნიშნა პეტრე მამრაძემ.