საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე სომხეთში დიმიტრი მედვედევის ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც კალანდაძემ აღნიშნა, რუსეთსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობა არავისთვის დამალული არ არის და ეს ურთიერთობები არის ორი სუვერენული სახელმწიფოს საქმე და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს.
თუმცა, სომხეთის პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონში რაიმე არეულობის შემთხვევაში რუსული მხარე მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს, ქართული მხარე სკეპტიკურად აფასებს.