დღეს, 20 აგვისტოს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი ოფიციალურად სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გახდება ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი "რთველი - 2010"-ის ჩატარების ღონისძიებებზედაც იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, რომ რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა რთველის სუბსიდირებისათვის, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
"ამ საკითხზე ვმუშაობთ და პრეზენტაციას უახლოეს დღეებში, მთავრობის სხდომაზე გავაკეთებთ", _ განაცხადა მან..