19 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს შორის.
მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები, რეგიონალური მნიშვნელობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებების განხორციელების საკითხები.