დღეს, 19 აგვისტოს, შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში გუნტერ ბეხლერმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვეიცარიის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს შვეიცარიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და უსურვა წარმატებები სამომავლო საქმიანობაში. ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლი რუსულ მხარესთან ურთიერთობებისას.