პოლონეთი აჭარას პროექტ რეგიონული განვითარების პროგრამების განხორციელებაში დაეხმარება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა პოლონეთის პომორსკიე რეგიონის მარშალის ოფისის წარმომადგენლებთან: რეგიონული და სივრცითი განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან რადომირ მატცაქთან და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის უფროსთან პატრიცია სშიგელთან. აჭარის მთავრობიდან კი შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრიგოლ წამალაშვილი, საინვესტიციო პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ვარშალომიძე და რეგიონული ეკონომიკის განყოფილების უფროსი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის "საქართველოში სახელმწიფო მართვის გაძლიერება რეგიონული განვითარების პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების სისტემის მართვისა და მონიტორინგის ფარგლებში" შესახებ. კერძოდ, პროექტის მიზნებისა და გამოცდილებათა გაზიარების მიზნით დაგეგმილი სამომავლო ტრეინინგების შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სამომავლოდ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და მონიტორინგის საკითხებში გამოცდილებათა ურთიერთგაზიარების მიმართულებით