ეკა ბესელია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. როგორც დღეს მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელმა "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში განაცხადა, კვლავ შეუსრულებელია ის მოთხოვნა, რომელიც მათ ხელისუფლებას 2010 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს წაუყენეს. ამ მოთხოვნებს შორის არის - ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
"ხელისუფლებას ერთთვიან ვადას ვაძლევ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ერთი თვის ვადაში პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ დაიწყება, მე სათავეში ჩავუდგები აქტიური ბრძოლისა და საჯარო გამოსვლების კამპანიას, რადგან აუცილებელია საზოგადოების ყურადღების მობილიზება ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ. დღევანდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ბრძოლა გამოუცხადა", - განაცხადა ბესელიამ. მისივე თქმით, ამის დამადასტურებელია დევნილების გამოსახლების ფაქტების გახშირება და გარევაჭრობის აკრძალვა