ერთი წლის წინ, 18 აგვისტოს, საქართველომ ოფიციალურად დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რითაც დაასრულა ყველა იურიდიული პროცედურა ამ ორგანიზაციის ფარგლებში საქმიანობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილება რუსული აგრესიის საპასუხოდ გამოაცხადა და მას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
2008 წლის 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა სამი ხელშეკრულების - "1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმების დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ", "1993 წლის 22 იანვრის დსთ-ის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესდებისა" და "1993 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებათა ეკონომიკური კავშირის შესახებ" - დენონსაცია.
საქართველოს დსთ-ის წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. ის ორგანიზაციაში ყველაზე ბოლოს გაწევრიანდა. 1994 წელს საქართველოს პარლამენტმა შევარდნაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაამტკიცა.
არსებული ინფორმაციით, დსთ-ში ყოფნის პერიოდში საქართველომ ხელი მოაწერა 113 მრავალმხრივ, არასამხედრო ხასიათის ხელშეკრულებას.