საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოლდოვას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკს ეწვივნენ. მათ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში სტუმრად მყოფი მოლდოველი ბავშვები მოინახულეს, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან არიან.
სააკაშვილი და გიმპუ ახალგაზრდებს ესაუბრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ბანაკთან ახლოს აღმართულია მავთულხლართებით კედელი, სადაც ტანკები დგანან.
"ადამიანებს მავთულხლართები და პლაჟებს კედლები არ უნდა ყოფდნენ", _ განაცხადა მან.