რუსეთის აგრესიას ხელ-ფეხი, საქართველოს ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკურმა კურსმა გაუხსნა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციაზე მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ განაცხადა
"ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკურმა კურსმა რუსეთის აგრესიას ხელ-ფეხი გაუხსნა, ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა ქართულ ჯარს, სწორედ ამ ხელისუფლების ბრალია, რომ დღეს საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერის იმედზეა დარჩენილი. ამ პოლიტიკური კურსის შედეგად წაგვერთვა საზოგადოებრივი მაუწყებელი, გაძლიერებულია წნეხი მედიაზე, სავალალო მდგომარეობაშია განათლების სისტემა, არ არის წინსვლები სპორტში, კულტურაში თუ დროზე არ დატოვებს სააკაშვილი ხელისუფლებას, ქვეყანა აღარ გვექნება",- განაცხადა ჭანკვეტაძემ.