2018 წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 541,752 შეადგინა, ზრდა +9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%). ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტომ მიაწოდა.
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის მაისი)
ვიზიტის ტიპი
|
2017: მაისი
|
2018: მაისი
|
ცვლილება
|
ცვლილ %
|
საერათაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების[1] ვიზიტები
|
587,153
|
633,086
|
45,933
|
7.8%
|
საერათაშორისო ვიზიტორების[2] მიერ განხორციელებული ვიზიტები
|
496,801
|
541,752
|
44,951
|
9.0%
|
ტურისტული ვიზიტი[3]
|
309,736
|
359,744
|
50,008
|
16.1%
|
ერთდღიანი ვიზიტი (ექსკურსიული)[4]
|
187,065
|
182,008
|
-5,057
|
-2.7%
|
სხვა[5] (არატურისტული)
|
90,352
|
91,334
|
982
|
1.1%
|
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+24.5%), აზერბაიჯანიდან (+7.4%),სომხეთიდან (-8.9%) და თურქეთიდან (-2.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +78.6%, გაერთიანებული სამეფო +63.6%, საფრანგეთი +59.7%, იტალია +59.5%, ნიდერლანდები +54.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +354.5%, ჩინეთი +88.7%, ირანი +46.1%,ისრაელი +38.9% და ბელარუსი +33.3%.
|
ქვეყანა
|
2017: მაისი
|
2018:მაისი
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
1
|
რუსეთი
|
90,276
|
112,386
|
22110
|
24.5%
|
2
|
აზერბაიჯანი
|
95,755
|
102,845
|
7090
|
7.4%
|
3
|
სომხეთი
|
93,732
|
85,394
|
-8338
|
-8.9%
|
4
|
თურქეთი
|
85,309
|
83,257
|
-2052
|
-2.4%
|
5
|
საქართველო (არარეზიდენტი)
|
34,207
|
35,411
|
1204
|
3.5%
|
6
|
ირანი
|
13,980
|
20,421
|
6441
|
46.1%
|
7
|
ისრაელი
|
11,259
|
15,635
|
4376
|
38.9%
|
8
|
უკრაინა
|
15,568
|
14,329
|
-1239
|
-8.0%
|
9
|
პოლონეთი
|
4,817
|
7,146
|
2329
|
48.3%
|
10
|
გერმანია
|
3,812
|
6,810
|
2998
|
78.6%
|
11
|
ყაზახეთი
|
3,185
|
3,982
|
797
|
25.0%
|
12
|
აშშ
|
2,860
|
3,153
|
293
|
10.2%
|
13
|
ინდოეთი
|
3,682
|
3,097
|
-585
|
-15.9%
|
14
|
გაერთიანებული სამეფო
|
1,739
|
2,845
|
1106
|
63.6%
|
15
|
ბელარუსი
|
2,108
|
2,811
|
703
|
33.3%
|
2018 წლის იანვარი-მაისის თვის მონაცემებით საქართველოში 2,834,576 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13.6%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,390,656 შეადგინა, ზრდა+16.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,533,785 შეადგინა, რაც291,380-ით მეტია 2017 წლის იანვარი-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +23.5%)
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-მაისი)
ვიზიტისტიპი
|
2017: იანვარი-მაისი
|
2018: იანვარი-მაისი
|
ცვლილება
|
ცვლილ%
|
საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების ვიზიტები
|
2,495,715
|
2,834,576
|
338,861
|
13.6%
|
საერათაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები
|
2,044,969
|
2,390,656
|
345,687
|
16.9%
|
ტურისტული ვიზიტი
|
1,242,405
|
1,533,785
|
291,380
|
23.5%
|
ერთდღიანი ვიზიტი (ექსკურსიული)
|
802,564
|
856,871
|
54,307
|
6.8%
|
სხვა (არატურისტული)
|
450,746
|
443,920
|
-6,826
|
-1.5%
|
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.7%), თურქეთიდან (+21.7%),სომხეთიდან (+6.3%) და რუსეთიდან (+28%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +59% ლატვია +48.7%, გერმანია +37.3%, საფრანგეთი +34.4%და პოლონეთი +27.9%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეას რესპუბლიკა +154.5%, ჩინეთი +83.4%, ქუვეითი +80.4%, ირანი +60.5%, ისრაელი +44.7% და სხვა.
|
ქვეყანა
|
2017: იანვარი-მაისი
|
2018: იანვარი-მაისი
|
ცვლილება
|
ცვლილება %
|
1
|
აზერბაიჯანი
|
438,856
|
485,733
|
46877
|
10.7%
|
2
|
თურქეთი
|
349,101
|
424,686
|
75585
|
21.7%
|
3
|
სომხეთი
|
395,132
|
420,021
|
24889
|
6.3%
|
4
|
რუსეთი
|
320,900
|
410,619
|
89719
|
28.0%
|
5
|
საქართველო (არარეზიდენტი)
|
178,254
|
190,831
|
12577
|
7.1%
|
6
|
ირანი
|
72,476
|
116,318
|
43842
|
60.5%
|
7
|
უკრაინა
|
58,088
|
56,858
|
-1230
|
-2.1%
|
8
|
ისრაელი
|
27,772
|
40,186
|
12414
|
44.7%
|
9
|
ინდოეთი
|
15,464
|
17,958
|
2494
|
16.1%
|
10
|
გერმანია
|
12,030
|
16,520
|
4490
|
37.3%
|
11
|
პოლონეთი
|
11,693
|
14,943
|
3250
|
27.8%
|
12
|
ყაზახეთი
|
11,871
|
14,556
|
2685
|
22.6%
|
13
|
ა შ შ
|
9,396
|
10,867
|
1471
|
15.7%
|
14
|
ბელარუსი
|
8,422
|
10,640
|
2218
|
26.3%
|
15
|
გაერთიანებული სამეფო
|
6,000
|
9,540
|
3540
|
59.0%
|
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 799 მილიონ დოლარს (ზრდა +28.4%), რაც 177 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 2.75 მილიარდ (2,751,279,624)დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.4%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.5%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ დაფინანსებით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტებმა საქართველოში არსებული ტურიზმის სტატისტიკის მსოფლიო პრაქტიკასთან ადაპტირება მოახდინეს. საქართველოში შემოსული უცხოელი მოქალაქეების სწორად აღსარიცხად სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეროვნული ბანკი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებათაშორისი თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა, საქართველოში დღეს ტურიზმის სტატისტიკა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან შესაბამისობაშია. სამუშაოების დროს შესწორდა არსებული და დაემატა ახალი კონცეფციები. ძირითადი ცვლილებები დაკავშირებულია შემდეგ საკითხებთან:
- საქართველოში შემოსული უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის აღრიცხვის ნაცვლად ითვლება მათი დასრულებული ვიზიტები (ქვეყნის დატოვება)
- საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს დაემატა სხვა ქვეყნის რეზიდენტი საქართველოს მოქალაქეების ვიზიტები, თუმცა გამოაკლდა საქართველოს რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტები
- საქართველოში პირველად შემუშავდა ჩვეული გარემოს (ტერიტორია, სადაც ადამიანი ახორციელებს რუტინულ ცხოვრებას) კონცეფცია, რომელშიც შედის ერთი თვის განმავლობაში 8-ჯერ ან მეტჯერ განხორციელებული ვიზიტები.
- საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები განისაზღვრა, როგორც ტურიზმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი. მის დასათვლელად მოხდა უგულველყოფა იმ სეგმენტის რომელიც ტურიზმისთვის საინტერესო არ არის, კერძოდ გამოაკლდა ჩვეულ გარემოში განხორციელებული ვიზიტები.
- საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები გაიყო ორ ნაწილად. ვიზიტები, რომლებიც ღამისთევას მოიცავს განისაზღვა ტურისტულ ვიზიტად, დანარჩენი ვიზიტები კი ერთდღიან ვიზიტებად.
[1]მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის არარეზიდენტი პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.ის გამორიცხავს საქართველოს რეზიდენტ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მოიცავს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნის რეზიდენტები არიან.
[2]ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით. საქართველოში ჩვეული გარემოს განსასაზღვრად შემდეგი მეთოდი გამოიყენება, ჩვეულ გარემოში ითვლება ის ვიზიტები რომელიც თვეში 8-ჯერ ან 8-ზე მეტჯერ ხორციელდება.
[3]ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე.
[4]ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსანტი)არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.
[5]სხვა კატეგორია- მოიცავს ყველა იმ ვიზიტს, რომელიც არ შედის საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორიცელებული ვიზიტების რაოდენობაში. ეს კატეგორია მოიცავს 15 წლის ან უმცროსი ასაკის მოგზაურების ვიზიტებს და ჩვეულ გარემოში განხორციელებულ ვიზიტებს (8 და 8-ზე მეტი თვეში).