პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ისაკო დევიძე დააკავეს პარლამენტის წინ, გამწვანების კუნძულზე დგომის გამო", - წერს ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი.