დღეს, 16 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროში კონსტიტუციის პროექტის განხილვა გაიმართება. საჯარო განხილვას საქართველოს პარლამენტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია გამართავს .
განხილვას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება. მომდევნო შეხვედრებს კომისია თელავსა და ფოთში გეგმავს.
საჯარო შეხვედრები, რომელიც უკვე ორი კვირაა საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, დაინტერესებული პირების და მოსახლეობის აზრის ასახვას საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში.
შეხვედრები არის ინტერაქტიული და ყველა დაინტერესებულ მონაწილეს საშუალება ეძლევა გამოთქვას საკუთარი აზრი, შესთავაზოს სამუშაო ჯგუფს იდეები და დასვას კითხვები.