დღეს, 16 აგვისტოს, სეპარატისტულ აფხაზეთში მორიგი სამხედრო წვრთნა იწყება. აფხაზური მედიის ინფორმაციით, წვრთნას აფხაზეთის ე. წ. თავდაცვის სამინისტრო ე. წ. რაიონულ კომისარიატებთან ერთად ატარებს.
წვრთნის მიზანი სამხედროების სრულ საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა და თავდაცვითი ომის წარმოებაა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, წვრთნებს აფხაზეთის ე. წ. შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ასლან ანქვაბი უხელმძღვანელებს.
წვრთნა 27 აგვისტოს დასრულდება. მისი შედეგები კი 3 სექტემბერს შეჯამდება.
.
მასალის გამოყენების პირობები