საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2018 წლის I კვარტალში 12,7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16,4%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 8,3 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,3%-ით მეტი).
2018 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 637,0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6% ქალია, ხოლო 59,4% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37,2% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 40,6% - მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 603,6 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,7%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 2017,1 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,3 %-ით მეტი).
2018 წლის I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1106,4 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 82,4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 841,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 64,7 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1193.2 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1219.6 ლარი,
მცირე ბიზნესი – 944.1 ლარი.
2018 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 46,3% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 10,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება 10,8%-იანი წილით, მშენებლობა - 7,5%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,5%იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 5,3%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,7% კი სხვა დარგებზე ნაწილდება