დღეს, 15აგვისტოს, საქართველოს მოლოდოვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ ეწვევა.
მოლოდოვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინირებული მუშაობის, ეკონომიკური პროექტების განხორციელებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
დღესვე მიხაი გიმპუ ანაკლიაში ჩავა და იქ დასასვენებლად მყოფ, წყალდიდობისგან დაზარალებული ოჯახების მოლდოველ ბავშვებს მოინახულებს, რომლებიც პატრიოტულ ბანაკში დაისვენებენ.
"მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილის და ქართულ დელეგაციას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის რთულ პერიოდში დაგვეხმარეთ. ჩვენ გვაქვს გამოთქმა - "კარგი მეგობარი გაჭირვების დროს გამოჩნდება", ჩვენმა ხელისუფლებამაც და ხალხმაც დაინახა ვინ არის მეგობარი და ვინ არა", - განაცხადა გიმპუმ კოშინოოვში ქართულ დელეგაციათან შეხვედრისას.
მისივე თქმით, რუმინეთის შემდეგ საქართველო ის ქვეყანა იყო, რომელიც მოლდოვას გაჭირვების დროს დაეხმარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მოლდოვაში სტიქიით დაზარალებული ოჯახის 170 ბავშვი ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში 6 აგვისტოდან ისვენებს. ამასთან, ქართულმა მხარემ მოლდოვას ჰუმანიტარული ტვირთიც გაუგზავნა და წყალდიდობისგან დაზარალებულთათვის ერთი სოფლის აშენებას დაპირდა.