რუსული მხარისთვის ამ დრომდე გაურკვეველია ბომბდამშენის ტუ -22მ3-ის ეკიპაჟის მეთაურის, ალექსანდრ კოვენცოვის ბედი. შეაბამისი განცხადება "ეხო მოსკვის" ეთერში გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ზელინმა გააკეთა.
"ჩვენ (2008 წლის აგვისტოს დანაკარგებით) გვაქვს მხოლოდ ერთი პრობლემა _ ესაა პოდპოლკოვნიკი კოვენცოვი, რომელიც სამწუხაროდ ჯერაც არაა ნაპოვნი", _ განაცხდა ზელინმა.
მისი თქმით, სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობა მას ჯერჯერობით "უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევს".
თვითმფრინავი ტუ -22მ3 2008 წელს ქართველმა სამხედროებმა ჩამოადგეს. ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ისინი მოიძებნენ. ეკიპაჟის მეთაურის მოძებნა კი ვერ მოხერხდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს ნაპოვნი იქნა კატაპულტირების სავარძელი და პარაშუტი.