"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მიზანმიმართული პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.
ინციდენტი, კასპის რაიონის სოფელ ხურვალეთში, მოხდა, სადაც "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მისი პარტიის წევრები, სოფელში იქ ჩასახლებული ერთ-ერთი დევნილის ოჯახში უნდა მისულიყვნენ,
სადაც ბურჯანაძის მტკიცებით მათ სოდ-ისა და კუდ-ის ~ზონდერ ბრიგადა~ დახვდა.
~ზონდერბრიგადამ, რამდენიმე გადაბირებულ დევნილთან ერთად, რომლებიც ~მიშა-მიშას~ ყვიროდნენ, პარტიის წარმომადგენლებს გზა გადაკვიკეტეს და დევნილებთან შეხვედრის საშუალება არ მოგვცეს~, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის განმარტებით, ინციდენტისას ერთ-ერთმა ქალბატონმა ქვა ისროლა მათი მიმართულებით, რომელიც მოძრაობის წევრს, სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს კეფის არეში მოხვდა.
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას დევნილი მოსახლეობა დაშინებული ჰყავს. მისი თქმით, ინციდენტის დროს რამდენიმე დევნილი შეშინებული იყურებოდა სახლიდან და ახლოს მოსვლას ვერ ბედავდა.