სოჭში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის შეხვედრა გაიმართა.
გავცელებული ინფორმაციით, დიმიტრი მედვედევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის კურსი სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
მედვედევის თქმით, იგი ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ ორი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება იყო ძნელი, თუმცა შემდგომმა ორმა წელმა მისი აუცილებლობა დაადასტურა.
მედვედევმა განმარტა, რომ საუბარია, როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე რუსეთის მოქლაქეების დაცვაზე.
"რუსეთის მხარდაჭერამ რესპუბლიკებს არა მხოლოდ განვითარების საშუალება მისცა, არამედ გენოციდის შედეგად განადგურებას გადაარჩინა", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ნორმალურად განვითარდება. მან აღნიშნა, რომ თავად ჩავა ცხინვალში და თავად დარწუნდება, რომ აღდგენითი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს.