საბანკო და საფინანსო სექტორში მკვიდრდება ახალი, სამართლიანი წესები, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები. დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის მედიათეკაში გამართა პრეზენტაცია, რომელზეც დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში.
რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს - ეს არის მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა.
ჭარბვალიანობის ეფექტური კონტროლის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბის დამარცხება. ხშირ შემთხვევაში, ჭარბვალიანობა ხდება სიღარიბის მთავარი წყარო და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი.
რეფორმის მიხედვით:
➢ თანხის გადაუხდელობის გამო, დაყადაღდება მხოლოდ არსებულიგირავნობის საგანი და ყადაღა არგავრცელდება სხვა ქონებაზე;
➢ იზღუდება ლომბარდებისა და კერძოგამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების-ავტომობილებისა და უძრავი ქონებისდაგირავება;
➢ სესხის წლიური ეფექტური საპროცენტოგანაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე;
➢ ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელიჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიცდაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადითანხიდან და ვადაგადაცილებისხანგრძლივობის მიუხედავად არგადააჭარბებს დარჩენილი ძირითადითანხის 1.5-მაგ ოდენობას;
➢ წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით.
➢ მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილისესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათუზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალიხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონკომპიუტერული პროგრამა, სადაცაღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი.
➢ ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშდა განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.
➢ აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წმევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუიურიდიულ პირზე, რომელიცდაკავებულია ამ სფეროში ფინანსურისაქმიანობით.
➢ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის შემთხვევაში, ფულადი სახსრების გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
აღნიშნული ინიციატივები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody’s) ცალსახად დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.
რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასთვის თანასწორი თამაშის წესებს, ამცირებს რისკებს ეკონომიკაში და ზრდის მოსახლების განკარგვად, რეალურ შემოსავალს.
ახალი ინიციატივა შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან როგორიცაა, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, საგადასახადო მიმართულებით დაანონსებული სიახლეები და აძლიერებს ამ ინიციატივების მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს.