ოჩამჩირის პორტში უკვე რიგით მეხუთე რუსული სასაზღვრო კატერი "მანგუსტი" შევიდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, კატერი სანაპირო წყლებში უსაფრთხოების დაცვისთვისაა განკუთვნილი.
კატერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საზეიმოდ დახვდნენ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურისა და რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
"კატერის ეკიპაჟს საჩუქრები გადასცეს და უძველესი საზღვაო ტრადიციის მიხედვით შემწვარი გოჭი მიართვეს", - იუწყება აფხაზური მედია.
შეგახსენებთ, რომ რუსული "ეფ-ეს-ბეს" კატერები აფხაზეთის ე. წ. ტერიტორიულ წყლებს 2009 წლიდან "იცავენ".