ხორბლის კოტირებამ 2 წლიან მაქსიმუმს მიაღწია და უახლოეს მომავალში ვიდრე აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ახალ მსოფლიო ბალანსებს არ გამოაქვეყნებს ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ტრეიდერები მიიჩნევენ, რომ პურის მარაგი 2011 წლის 31 მაისითვის შესაძლოა 8,27 მილიონ ტონით (4,42%) შემცირდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ხორბალზე ფასების ზრდა ბოლოს 2007-2008 წლებში დაფიქსირდა, როდესაც ერთი ბუშელისთვის 1300 ცენტი შეადგინა.
რუსეთის მიერ ხორბლის იმპორტის აკრძალვის შესახებ მიღბული გადაწყვეტილების შემდეგ ბაზარზე გაჩნდაNდა მოსაზრებები, რომ მას მიბაძავენ სხვა ქვეყნებიც.
მაგალითისათვის სახელდება ყახაზეთი, რომელიც სავარაუდოდ ხორბლის ექსპორტს დსთ-ს გარდა სხვა ქვეყნებში არ განახორციელებს.