დღეს, 12 აგვისტოს, "ეროვნული ფორუმის" ლიდერები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა კინოთეატრის შენობაში 13:00 საათზე დაიწყება.
"ეროვნული ფორუმის" ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს 2 აგვისტოდან მართავენ. პარტიის ლიდერები მოსახლეობას აცნობენ "ეროვნული ფორუმის" სამოქმედო გეგმას, რომელიც 25 ივნისს პირველ პარტიულ კონფერენციაზე წარადგინეს. აგრეთვე, აწვდიან ინფორმაციას "ფორუმისა" და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ინიციატივას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან და პარტიის საშემოდგომო გეგმებთან დაკავშირებით.
შეხვედრები უკვე გაიმართა გორში, ფოთში, საჩხერისა და წალენჯიხის რაიონებში.
შეხვედრების პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლომდეა დაგეგმილი და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.