"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აშშ-ს სენატორს, ჯონ მაკკეინს ღია წერილს გაუგზავნის.
ბურჯანაძისთის გაუგებარია, რას ეფუძნება სენატორის მიერ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული წერილის მთელი რიგი ასპექტები, განსაკუთრებით კი მისი მოსაზრება საქართველოში კანონის დიქტატურის არსებობის შესახებ.
"ძალიან მაინტერესებს სად დაინახა მაკკეინმა საქართველოში კანონის დიქტატურა, ან რუსეთისგან განსხავავებით, რატომ არაფერს წერს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის შესახებ, რის მაგალითადაც 6 მაისის ინციდენტიც საკმარისია", - განაცხადა ბურჯანაძემ "პრაიმ-თაიმში" გამართულ შეხვედრაზე.
ბურჯანაძეს აინტერესებს აპატიებდა თუ არა მაკკეინი ბარაქ ობამას, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის დაკარგვას და დასძენს, "ამერიკა დემოკრატიის სიმბოლოა და იმედს გამოვთქვამ, რომ ბატონი მაკკეინი რჩება არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ საქართველოს მეგობრად".
ბურჯანაძის განცხადებით, იგი, პირდად წერილობით მიმართავს ამერიკელ სენტორს კითხვებით და იმედოვნებს რომ პასუხსაც მიიღებს.