რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე მფრინავ ყველა საფრენ აპარატს ჩამოაგდებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფხაზეთსა და ე. წ სამხრეთ ოსეთში არსებული რუსეთის საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები "ს-300" და საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები ჩამოაგდებენ ყველ იმ საფრენ აპარატს, რომლებიც აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. ეს განცხადება დღეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ზელინმა გააკეთა.
"საერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების ამოცანა მხოლოდ ის კი არ არის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დაიცვან, არამედ ისიც, რომ აღკვეთონ საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრი დარღვევა და ნებისმიერი იმ საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც ამ რესპუბლიკების საჰაერო საზღვარს დაარღვევს, რა მიზნითაც არ უნდა ფრენდნენ ისინი", _ განაცხადა ზელინმა.