სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრსა და რუსი დამსვენებელს შორის დაპირისპირებას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სოხუმში არსებულმა წყარომ აცნობა, ინციდენტი სოხუმში მდებარე რესტორან "ნართააში" მოხდა. წყაროს ცნობით, ბაღაფშის დაცვის წევრსა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ დამსვენებელს შორის დაპირიპირება რუსი დამსვენებლის მიერ რესტორანში გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსეთის მიწაა და აფხაზები ყველაფრის გამო რუსეთს უნდა უმადლოდეს.
რუსი ტურისტის ხმამაღალმა განცხადებამ გვერდით მაგიდაზე მყოფი აფხაზების აღშფოთება გამოიწვია. ამავე სუფრასთან იმყოფებოდა ბაღაფშის დაცვის წევრიც, რომელმაც ტურისტს ჯერ "რუსი ღორი" უწოდა შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.
საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ სეპარატისტთა ლიდერის დაცვის წევრმა რუს ტურისტს ყური "მოაჭამა".