დიღომში მდებარე, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზი 23-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
შეჯიბრში რეგიონალური პირველობების შედეგებით შერჩეული 224 სპორტსმენი მონაწილეობს. მათგან საუკეთესოებით მოხდება ნაკრების დაკომპლექტდება, რომელიც 20-22 ნოემბერს, ანკარაში გასამართ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე იჭიდავებს.
მედლები 60, 66, 73, 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
საქართველოს პირველობა განახლებული წესებით იმართება.
შეჯიბრება დღეს ნოემბერს დასრულდება.