კინოკომპანია "უნივერსალმა" დასტინ ჰოფმანს ფილმ "პატარა ფაკირებში" გადაღება შესთავაზა. ფილმს, რომელზე მუშაობაც, ფაქტობრივად, დამთავრებულია, კინოკომპანიის მესვეურები დაამუშავებენ და იგი ეკრანებზე 2010 წლის დეკემბერში გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ჰოფმანმა მონაწილეობა მიიღო ფილმში "ნაცნობობა ფაკირთან", რომელიც ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა. თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ჰოფმანს ძალიან რთული გრაფიკი აქვს და იგი სავარაუდოდ ვერ შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს ახალ ფილმში.
"პატარა ფაკირებში" მონაწილეობენ რობერტ დე ნირო, ბარბარა სტრაიზანტი, ბენ სტილერი, ჯესიკა ალბა, ლორა დერი, და სხვები. ფილმის რეჟისორია პოლ უეიტსი.