ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლი დავითაძემ ეს პოსტი უკვე ოფიციალურად დაიკავა. როგორც ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, ირაკლი დავითაძე სამინისტროში საქაერონავიგაციიდან წამოვიდა, სადაც საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის პოსტს ეკავა.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი დავითაძესE ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან იგი წლების განმავლობაში სამინისტროში ტრანსპორტის მიმართულებას კურირებდა.