კახა კალაძე პარლამენტის შენობასთან მივიდა. დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აქვს მზაობა დაიწყოს იმ პრობლემებზე მუშაობა, რომლებიც წამოჭრეს აქციის მონაწილეებმა. ამის პარალელურად, მან ნარკორეალიზებასთან ბრძოლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი თაობა, ახალგაზრდები ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორების და ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ,"-განაცხადა კალაძემ.