დღეს, 10 აგვისტოს, ეროვნული ფორუმის" ლიდერები ფოთში ორ შეხვედრას გამართავენ. პირველი შეხვედრა გაიმართება მალთაყვის უბანში 18 საათზე, ხოლო მეორე შეხვედრა - ნაბადის უბანში (ეკლესიასთან) 19:30 საათზე.
შეხვედრებზე პარტიის ლიდერები მოსახლეობას აცნობენ „ეროვნული ფორუმის" სამოქმედო გეგმას, რომელიც 25 ივნისს პირველ პარტიულ კონფერენციაზე წარადგინეს. აგრეთვე, აწვდიან ინფორმაციას "ფორუმისა" და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების ინიციატივას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან და პარტიის საშემოდგომო გეგმებთან დაკავშირებით.
შეხვედრები უკვე გაიმართა გორის, საჩხერისა და წალენჯიხის რაიონში. შეხვედრების პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლომდეა დაგეგმილი და ის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
"ეროვნული ფორუმის" ლიდერები საქართველოს სხვადასხვა რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს 2 აგვისტოდან მართავენ.