დღეს, 10 აგვისტოს, 13:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება. სხდომას პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური გაუძღვება. ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხებს განხილავს მთავრობა.
სხდომაზე, სავარაუდოდ, განიხილება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და აწყურის ტყეში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაო.