დღეს, 10 აგვისტოს, 12:00 საათზე, მაჩაბლის ქ. # 8-სთან კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნის ლაშა ჩხარტიშვილის მხარდაჭერით თბილისში მცხოვრები დევნილები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ დევნილთა თანადგომის ნიშნად, მათი გამოსახლების შეჩერების მოთხოვნით გაიმართება. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დევნილთა გამოსახლება უახლოეს დღეებში აქვს დაგეგმილი შინაგან საქმეთა სამინისტროს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, როგორც მაჩაბლის №8-ში, ასევე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემას დედაქალაქის ნებისმიერ უბანში.
მაჩაბლის 8-სთან აქციის დასრულების შემდეგ გაიმართება დევნილთა მსვლელობა დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების შენობებისკენ.