აგვისტოს შუა რიცხვებში აჭარაში, ბათუმში ცნობილი თურქი მომღერალი ტარკანი იმღერებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, კონცერტის ორგანიზატორი და მომღერალი 16 აგვისტოსთვის შეთანხმდნენ, თუმცა შესაძლოა თარიღი შეიცვალოს, რადგანაც 15 აგვისტოს ბათუმში კრის დებურის კონცერტია და თანაც 16 აგვისტო ორშაბათია. ამ დროისათვის დაუზუსტებელია, სად გარამრთავს ტარკანი კონცერტს. წინასწარი ინფორმაციით, კონცერტი შესაძლოა ევროპის მოედანზე ან ახალ ბულვარში გაიმართოს.
ტარკან ტეველოღლუ, ცნობილი როგორც ტარკანი, 1972 წლის 17 ოქტომბერს გერმანიაში დაიბადა. ოჯახში მეექვსე ბავშვი იყო. 14 წლამდე ევროპაში იზრდებოდა, შემდეგ კი ტევეტოღლების ოჯახმა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
თურქეთში ჩასვლისთანავე ტარკანი თურქული კლასიკური მუსიკის კურსებზე ჩაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი 16 წლის ასაკში პუბლიკურ გამოსვლებს კრძალავდა, იგი სტამბულის კლუბებსა და ბარებში კონცერტებს რეგულარულად მართავდა.
ტარკანი უამრავი პრემიის ლაურეატია, როგორც თურქეთში, ასევე მთელ მსოფლიოში. მისი კარიერა დაიწყო 1992 წელს. ტარაკნის პლატინური ალბომების 25 მილიონი ასლი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.